ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 10, 2021
10.06.21 – სოფელი რიკოთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლების ეტაპებსა და იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში ჩაერთონ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.