ბაღდათის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მაისი 5, 2022

05.05.22 – ბაღდათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების ეტაპებსა და პარტნიორობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამაგიდე თამაში NATO@EU გაიმართა და გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.