ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

აპრილი 5, 2024

05.04.24 – სოფელი დიმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომოლობით, სოფელ დიმის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გარძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.