ბათუმის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 18, 2022

18.04.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ამერიკულ კუთხეში კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული გამოწვევების საკითხებზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, ვრცლად ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
Შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიის ნაწილში.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.