ბათუმის კერძო სკოლის უფროსკლასელებსა და თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2022

26.04.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ბათუმის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით, ბათუმის კერძო სკოლის „მასტერკლასი“ უფროსკლასელებსა და თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის „ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ნატოს შექმნის, ფუნქციონირების, გაფართოების ეტაპები და ვაშინგტონის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობას, ნატო-საქართველოს კოოპერაციულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციული პროცესების თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებს.

საუბარი შეეხო საინფორმაცო ცენტრისა და ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და სხვადასხვა პროექტის ფორმატში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას.

შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა, ვიქტორინის ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.