ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა

ოქტომბერი 14, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ,  ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრთან  თანამშრომლობით, ახლაგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა და ვიქტორინა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის  რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებს  ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები და მოვლენები გააცნო; ისაუბრა საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და პერსპექტივებზე, ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებით საქართველოსთვის გახსნილ  სხვადასხვა შესაძლებლობაზე და  ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.

მომხსენებელმა,  ასევე, ის პროექტები და პროგრამებიც მიმოიხილა, რომლებიც  საქართველოში  ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას,   არსებულ წესებსა  და  უვიზო მიმოსვლის ფარგლებში  ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს  გაიმართა  ვიქტორინა, სადაც ახალგაზრდებმა, პრეზენტაციისას მიღებული ინფორმაციიდან, უპასუხეს შეკითხვებს. ყველაზე  აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის  სიმბოლური პრიზები  გადაეცათ.