ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური ვიქტორინის გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება

მარტი 31, 2022

31.03.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ერთობლივი თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ვიქტორინაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ინტელექტთამაშების მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ასევე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 73 წლისთავთან დაკავშირებით ნატო-ს შესახებ შეკითხვა გააჟღერა და გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის „არტემისი“ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.

ინტელექტუალური ვიქტორინის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ვიქტორინის ორგანიზატორი პროფესორი გიორგი მასალკინი.