ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 22, 2021

22.04.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე და ამ პროცესში არსებულ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების პლატფორმებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მის ნეგატიურ გავლენებზე, მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე. საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას, მომხსენებელმა ახალგაზრდობასთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით მათთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.