ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 3, 2022

03.10.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე, გამოწვევებსა და დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და იმ პროგრამებზე, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.
დისკუსია გაიმართა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში კომუნიკაციების მნიშვნელობასა და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დასაცავად ეფექტიანი ქმედებების გააქტიურებაზე.