ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 2, 2022
02.12.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნირების ფაკულტეტების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და იმ პროგრამებზე, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
დისკუსიის ნაწილში განხილული იქნა კომუნიკაციების მნიშვნელობა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დასაცავად ეფექტიანი ქმედებების გააქტიურება.