ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 23, 2022

23.12.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და იმ პროგრამებზე, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებს, დაგეგმილ სიახლეებსა და მიმდინარე პროექტებს.

დისკუსიის ნაწილში განხილული იქნა კომუნიკაციების მნიშნელობა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დასაცავად ეფექტიანი ქმედებების გააქტიურება.