ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივნისი 16, 2022

16.06.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციციასთან IOM თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციულ პროცესებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, ევროკავშირის პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რისკებსა და საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ამ პროგრამებში არამართლზომიერ ჩართულობასა და წესების დარღვევით გამოყენებას ახლავს თან. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან კოორდინირებული შეხვედრების გააქტიურებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა უვიზოდ მიმოსვლის რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიჟო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.

მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის IOM ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა ნანა პაპიაშვილმა, სტუდენტებს უსაფრთხო მოგრაციის საკითხებსა და ტრეფიკინგის, ბულინგის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე, ასევე, მომხსენებელმა მიმოიხილა მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზეც ახდენენ არასასურველ ზეგავლენას.