ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 6, 2022

06.06.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და იმ პროგრამებზე, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

დისკუსიის ნაწილში განხილული იქნა კომუნიკაციების მნიშნელობა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დასაცავად ეფექტიანი ქმედებების გააქტიურებაზე.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.