ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 3, 2023

03.02.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტები გააცნო და ევროინტგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამასა და მასში რეგიონის ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეფასების პოლიტიკურ ანგარიშს და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს.

შეხვედრაზე ბსუ-ს სტუდენტური თითმმართველობის თავმჯდომარემ, ლიკა დიასამიძემ და ბორდის წევრებმა წლის მანძილზე დაგეგმილი აქტივობები, კონკრეტული გეგმები მიმოიხილეს და საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნობრივი პროექტების განხორციელების ეფექტურობაზე ისაუბრეს.