ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 8, 2023

08.02.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაოს აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი აქტივობები და პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, სტაჟირების პროგრამასა და მასში რეგიონის ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობას. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეფასების პოლიტიკურ ანგარიშსა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დაგეგმილ შემდგომ პროცედურებს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა თამარ შულგამ, სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ერასმუს + შერჩევის ეტაპები და მონაწილეობის კრიტერიუმები გააცნო.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თითმმართველობის თავმჯდომარემ ლუკა შერვაშიძემ და ბორდის წევრებმა წლის მანძილზე დაგეგმილი აქტივობები და კონკრეტული გეგმები მიმოიხილეს და საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნობრივი პროექტების განხორციელების ეფექტურობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე “ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, საუბარი შეეხო ნატო-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს პარტნიორობის ეტაპებს გეოპოლიტიკურ კონტექსტში.