ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 5, 2022
05.08.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ გახსნა და დამსწრეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მადრიდის სამიტის შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.