ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 18, 2021
18.10.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობის სპეციფიკა, მიზნები და ამოცანები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობას, ინტეგრაციის პროცესს, მიღწევებსა და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციული ნარატივების იდენტიფიცირების პლატფორმებზე და მასთან გამკლავების მეთოდებზე.
საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას, აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე და ევროკავშირის მიერ დაფინასებულ სასწავლო პროგრამებზე გააკეთა აქცენტი.