ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ნოემბერი 26, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ევროინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებული ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, მათი შესრულების დინამიკა, განხორციელებული რეფორმები და სამომავლო ღონისძიებები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, გაფართოების ეტაპებსა და ამ მიმართებით, საქართველოს უახლოეს პერსპექტივებზე. მომხსენებელმა, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად საზოგადეობაში მომძლავრებულ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. Პროექტს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.