ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 13, 2021

13.10.21 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობის სპეციფიკა, მიზნები, ამოცანები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობას, ევროინტეგრაციის პროცესს, მიღწევებს, გამოწვევებსა და ამ პროცესში არსებულ მითებსა და რეალობას. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების პლატფორმებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მის ნეგატიურ გავლენებზე და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე. მომხსენებელმა, ასევე, ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამებით გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.