ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 1, 2021
01.04.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშილმა, საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და სამიზნე აუდიტორიების დივერსიფიცირის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის სტრატეგიებზე ისაუბრა. მომხსენებელმა, ასევე, მიმოიხილა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეები, დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზები და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დაცვის ეფექტიანი ქმედებები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.