ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2023
28.03.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ახალგაზრდებს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
შეხვედრას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სწორად ინფორმირებისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ამ საკითხებზე დისკუსიების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.