ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თავისუფალ სივრცეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 4, 2022
04.11.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თავისუფალ სივრცეში, პროექტის „სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა დასავლური ინტეგრაციის პროცესის და შესაძლებლობების შესახებ“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ნატო-ს შექმნისა და გაფართოების ისტორიაზე, მის ძირითად მიზნებსა და ფუნქციონირების პრინციპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ეტაპებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. ხაზი გაესვა დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათგან თავის დაცვის ხერხებსა და მეთოდებს.
სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “საზოგადოების იფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა” ფარგლებში სტაჟირების პროგრამის მონაწილის ინიციატივით დაიგეგმა, როელიც ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება და მასში 100-მდე სტუდენტი ჩაერთვება.