ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 29, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენემლა ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე, მათი შესრულების დინამიკაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.  ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, მათ შორის Erasmus+ და ამ უნიკალური პროგრამით სარგებლობის დეტალებზე.

 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მოსახლეობაზე დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებზე, რის შედეგადაც გამოიკვეთა სტრატეგიული კომუნიკაციის აქტუალურობა და ამ მიმართებით, ახალგაზრდების უფრო მეტ აქტიურობასა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობაზე.