ბათუმში, სასკოლო თეატრალური დასების რიგით II ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 25, 2022
25.11.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში, სასკოლო თეატრალური დასების რიგით II ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ნატო-ს დაარსების, ფუნქციონირების, სამოქმედო გეგმების, სამშვიდობო მისიებისა და მსოფლიო უსაფრთხოების კუთხით ალიანსის სტრატეგიებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას, ალიანსთან თავსებადობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
დისკუსიის ფარგლებში ანტიდასავლური პროპაგანდის ამოცნობისა და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს წამახალისებელი ვიქტორინა მოეწყო და ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები, ხოლო შეხვედრის ყველა მონაწილეს თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.