ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2024

28.03.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი სამოქალაქო, საგანმანათლებლო და მედიასექტორის წარმომადგენლებისთვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც EECMD რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით დაიგეგმა, მიზნად ისახავდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, სამხედრო ჟურნალისტიკის ასოციაციის თანადამფუძნებელმა, გიორგი ცხვიტავამ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და კითხვა-პასუხის და დისკუსიის ფორმატში ყურადღება გაამახვილა მსმენელებისთვის საინტერესო საკითხებსა და მოსაზრებებზე.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.