ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 12, 2023
12.06.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მენტორი პედაგოგი და მონაწილე მოსწავლეები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა კლუბის წევრებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე, ასევე, ნატოს სამშვიდობო მისიებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკერულებასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.