ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024

24.10.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, ინიციატივები, პროექტები გააცნო და ამ კუთხით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის სპეციფიკაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს, კერძოდ, გაცვლით პროგრამას ერასმუს + და მასში ბსუ-ს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მედიაწიგნიერების საკითხებსა და მისი სწავლების მეთოდებზე. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების აუცილებლობაზე, პროპაგანდის და ცრუ ნარატივების გავრცელების შედეგად სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის შეცდომაში შეყვანის ტექნიკების ამოცნობასა და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან გამკლავებაზე.