ბათუმის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 19, 2024

19.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ორგანიზაციების საქმიანობასა და მიზნებზე, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებზე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.