ბათუმის სკოლაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სექტემბერი 26, 2023
26.09.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის სკოლაში „გორდა“ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო.
ენათა ევროპული დღისთვის მოსწავლეებმა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გამართეს, სიმბოლურად მოირგეს ევროპული ქვეყნების ელჩების როლები, წარმოადგინეს ამ ქვეყნების კულტურა, ტრადიციები და აუდიტორიას სახალისო კითხვებიც დაუსვეს.
ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული გზის ეტაპებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა.
სკოლის “გორდა“ დირექტორმა ნინო მურვანიძემ, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით სასკოლო სივრცეში სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობისა და დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებას სკოლის „გორდა“ პარტნიორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.