ბათუმის სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

აპრილი 4, 2024

04.04.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატო-ს დაარსების 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის N10 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოებების, ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ურთიერთობებს, არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ამ პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებს.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონის საგანამანათლებლოს სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოსწავლეებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანია მათი ცოდნის გაღრმავება და დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობის, მიმდინარე პროცესების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასასრულს წამახალისებელი ვიქტორინა გაიმართა და ყველაზე აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.