ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ვიქტორინა გაიმართა
ნოემბერი 8, 2023

08.11.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბათუმის N16 სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის ევროკავშირის საკითხებზე თემატური ვიქტორინა გაიმართა.
ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის 100-მდე მოსწავლე იყო ჩართული, რომელთაგან საუკეთესო მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე. მომხსენებელმა, ასევე, მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.