ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 7, 2023

07.07.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე პროექტები, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები გააცნო და დასავლური ინტგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე “ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”, საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო შედეგამდე გათვლილ თანმიმდევრულ ნაბიჯებსა და პროცედურებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გაიარეს.

ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახ