ბათუმში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა
ნოემბერი 13, 2023
13.11.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების (დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის) და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ქალაქ ბათუმში კამპანია „მოძრავი საელჩო“ გაიმართა.
საინფორმაციო სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თემატურ ლიტერატურას, საიმიჯო მასალებს და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელისგან მიეღოთ ინფორმაცია ნატოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კამპანიის ფარგლებში, ასევე, წამახალისებელი ვიქტორინა გაიმართა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე, ყველაზე აქტიურ მონაწილეს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქარი და სიმბოლური პრიზი გადაეცა.
ცენტრის მიერ წარმოდგენილ სტენდს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი ეწვივნენ, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებისა და მოხალისეების შეკითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.