ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 18, 2023

18.07.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბავშვთა სოფლის „SOS“ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე.

შეხვედრას ქუთაისის მერიის ახლაგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი ლანა სვანიძე და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჯემალ ბიბილეიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბავშვთა სოფელს სამაგიდე თამაში EU&NATO საჩუქრად გადაეცა. მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა მარიამ რობაქიძემ სამაგიდე თამაშის წესები გააცნო და თამაშის მოკლე ვარიანტი ათამაშა.

ასევე, შეხვედრის ყველა მონაწილეს საკრებულოს დეპუტატმა ჯემალ ბიბილეიშვილმა საჩუქრები გადასცა.