ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 24, 2021

24.09.21 – დაბა კაზრეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშილმა, დამსწრე საზოგადოებას ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ისაუბრეს ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.