ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან შეხვედრა ჩატარდა

თებერვალი 2, 2022

02.02.22 – სოფელი დაბა კაზრეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები და ამ პროცესის დინამიკა გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტს, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.