ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 22, 2022
22.07.22 – ბოლნისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, სტრატეგიული კომუნიკაციების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვებასა და ამ კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების როლს.
მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ერეკლე შუბითიძემ, სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის შედეგად არსებულ საფრთხეებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.