ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 23, 2024

23.02.24 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საჯარო მოხელეებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გახსნა და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის ყოფილმა მოადგილემ დავით ნარდაიამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ კონკრეტულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.