ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 22, 2023

22.09.23 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ჭითანავამ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციას, ღია კარის პოლიტიკას, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და გაწევრიანებისთვის საჭირო პრაქტიკულ მექანიზმებს.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია და ცენტრის მიზნებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.