ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 17, 2024

17.04.24 – სოფელი ნახიდური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან და მრავალკომპონენტიან საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ჭითანავამ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მიღებულ სარგებელსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმებით გატარებულ რეფორმებზე, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებზე.

შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით გაიმართა.