ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 20, 2022

20.07.22 – ბორჯომი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ხატიაშვილი, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე, დეზინფორმაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.