ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 28, 2021

28.04.21- სოფელი ჭობისხევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.