ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23, 2024
23.02.24 – ბორჯომი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა გახსნა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, მექანიზმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.