ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 22, 2023

22.11.23 – დაბა ახალდაბა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შეახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში, დაბა ახალდაბაში, ლიტერატურულ კაფეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიაზე, თანამშრომლობის დინამიკაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამა ERASMUS+ზე. ასევე, საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის საკითხებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალა გადაეცათ.