ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 22, 2024
22.02.24 – დაბა წაღვერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, ევროკავშირის გაფართოების ისტორიისა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.