ბსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 24, 2023
24.05.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, PSY-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ფსიქოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტებთან შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მნიშვნელობაზე, შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის როლსა და მის კონტექსტზე გლობალურ პოლიტიკაში. საუბარი შეეხო იმ მითებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება და რომელთა მიზანიც დეზინფორმაციული ნაკადებით საზოგადოების მანიპულირებას ისახავს მიზნად.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.