ბსუ-ს სტუდენტურ თავისუფალ სივრცეში შეხვედრათა ციკლი დაიწყო
ოქტომბერი 19, 2022
19.10.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თავისუფალ სივრცეში, პროექტის „სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა დასავლური ინტეგრაციის პროცესის და შესაძლებლობების შესახებ“ ფარგლებში შეხვედრათა ციკლი დაიწყო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე.
პროგრამის მონაწილე სტუდენტმა, რეზი გოგიტიძემ კი ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და პროგრამაში Erasmus + მონაწილეობისთვის სტუდენტებს საჭირო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა აჭარის რეგიონში გვანცა ზოიძემ გაუწია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.