ბსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა

მაისი 19, 2023

19.05.23 – ბათუმი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა.

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩიტაძემ, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ თანაშრომლობაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ასევე, საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა კი ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და ინტეგრაციული პროცესებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.