ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 22, 2022

22.09.22 – ცაგერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლს პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.