ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 15, 2022

15.06.22 – ცაგერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძე მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხამაშურიძე, მონაწილეებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე ესაუბრა, ასევე, მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგის პროცესში. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განვლილ და მიმდინარე პროცედურულ ნაწილებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.